სპორტული კომპლექსი "Gymnasia" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
** სამუშაო განაკვეთი - სრული, ცვლებში: პირველი დღე - დილის 09:00-21:00 მდე, მეორე დღე - დასვენება
** მისამართი - თბილისი, ელგუჯა ამაშუკელის 14 ა
** ანაზღაურება ფიქსირებული: 1500 ლარი.
აუცილებელი მოთხოვნა:
** ინგლისური ენის სასაუბრო B2 დონეზე ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ მუშაობის გამოცდილება.
მოვალეობები:
** ცვლის პერსონალის მართვა (რომელიც შეადგენს 4-5 ადამიანს)
** ცვლის პერსონალის მიერ საქმის შესრულების კონტროლი
** გრაფიკის შედგენა და მათი გადანაწილება
** დაქვემდებარებულ პერსონალთან ერთად მუშაობა
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის მიზნით
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
თუ თვლით რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება მიმდინარე პოზიციას გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: ani.badurashvili@gymnasia.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - "დამლაგებლების მენეჯერი"
გისურვებთ წარმატებას!