"დელივო" არის ამანათების მიწოდების კომპანია, რომელიც სთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიების და ლოჯისტიკის სისტემის დანერგვის საშუალებით მომხმარებლებს სწრაფ და საიმედო ამანათების მიწოდების სერვისებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, სწრაფი და თანამედროვე მიტანის სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას.
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თითოეულ გუნდის წევრს და ვაცნობიერებთ რომ ისინი არიან ჩვენი წარმატების გასაღები.
შემოუერთდი "დელივოს" გუნდს.
"დელივო" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული) შაბათი (ნახევარი დღე)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქოლ-ცენტრში ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის გამართულად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და გზავნილების საძიებო მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლის პრობლემებზე დროული და სათანადო რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში მიზნობრივი გადამისამართება;
** სატელეფონო გამოკითხვებში მონაწილეობის მიღება;
** რეპორტინგი;
** კომპანიის სახელზე არსებული მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება;
** ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულება რომელიც უშუალოდ კავშირშია ქოლ-ცენტრის ოპერატორთან;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების და თვითგანვითარების უნარი;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო, ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების დიდ შესაძლებლობას და გუნდის მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას;
** კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას;
გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV ფოტოსურათით) შემდეგ ელ.მისამართზე: vacancy@dflgroup.net და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია "ქოლ-ცენტრის ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ახლა კი, თუ ყურადღებით წაიკითხეთ პოზიცია და თვლით რომ ეს თქვენთვის შესაფერისი ვაკანსიაა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმესთან ერთად პატარა სამოტივაციო წერილი, რომელსაც დაიწყებთ სიტყვებით "მე აუცილებლად მინდა ვიყო დელივოს გუნდის წევრი" და ორი წინადადებით დაწერეთ თუ რატომ უნდა დაგიქირაოთ თქვენ.
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავების და გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!