"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, "სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი"-ს კომპლექსური მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის გიორგი მიქაძის და თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, "სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი"-ს დირექტორის მოადგილე ქეთევან დადიანის სასერტიფიკატო კურსს "სურსათის უვნებლობა".
კურსი განკუთვნილია:
როგორც დიპლომირებული, ასევე ზოგადი განათლების მქონე პირების, ან მომიჯნავე პროფესიების ადამიანებისათვის, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან გამომდინარე აქვთ დაინტერესება აღნიშნული პროგრამის გავლისა ან/და საჭიროებენ დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები სურსათის უვნებლობის სფეროში.
კურსის მიზანია მოამზადოს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ შეაფასონ სურსათის უვნებლობის უზრუნველმყოფი ძირითადი ფაქტორები და პრინციპები და განახორციელონ საინსპექციო კონტროლი სურსათის მიმოქცევის სხვადასხვა ეტაპზე.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
** სურსათთან ასოცირებული საფრთხეების შესახებ;
** სურსათის უვნებლობის უზრუნველმყოფი ძირითადი საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ;
** სურსათის უვნებლობის მართვა - საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP); სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები (GlobalGAP; ISO; FSSC; BRS); ბიზნესოპერატორთა სერტიფიცირება.
** სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის ზოგადი მიმოხილვა; ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).
** სურსათისმიერი დაავადებები: კლასიფიკაცია; სტატისტიკა; ინფექციის წყარო, გადაცემის მექანიზმი, მიმღები ორგანიზმის რაობა;
** სურსათში არსებული ნუტრიენტები: ცხიმები; ნახშირწყლები; ცილების რაობა;
** სურსათში არსებული მიკრო და მაკრონუტრიენტები; ვიტამინები; სურსათის ფორტიფიკაცია;
** ჯანსაღი სურსათის რაობა;
** სურსათში ნორმირებას დაქვემდებარებულ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ ფაქტორები;
** სურსათის ხარისხისა და ხარისხის მართვის ინფრასტრუქტურის რაობა;
** სხვადასხვა ჯგუფის სასურსათო პროდუქციის პრიორიტეტული დამაბინძურებლები და მათი წარმოებისა და გადამუშავების თავისებურებები;
** სურსათის უვნებლობის სფეროში მოქმედი ადგილობრივი, რეგიონალური და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი უფლებამოსილებების შესახებ;
** სურსათის უვნებლობის მართვის თანამედროვე სისტემები;
** სურსათის ბიზნეს-ოპერატორებზე კონტროლის განხორციელების ფორმები და მეთოდები.
მსმენელებს შეეძლებათ:
** მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;
** სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-ოპერატორის საინსპექციო კონტროლის განხორციელება;
** სურსათის ბიზნესოპერატორის ფაქტიური მდგომარეობის დადგენილ ან ზოგად მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;
** კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების და მათი გამომწვევი ფაქტორების ამოცნობა და ბიზნეს-ოპერატორისავის შესაბამისი რჩევებისა და რეკომენდაციების მიწოდება.
** მიღებული ცოდნისა და ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი წყაროების მოძება,
რომლებიც უზრუნველყოფენ მის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.
** ბიზნეს-სუბიექტებთან ადეკვატური კომუნიკაციის დამყარება.
** სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი; კრიტიკული შეუსაბამობები; ადმინისტრირება; ექსპორტისთვის გამოყენებული სერტიფიკატების სახეები და მათი გაცემის მექანიზმები.
კურსის მოცულობა: 54 საათი კურსის ღირებულება: 500 ლარი
სასერტიფიკატო კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ის ორენოვანი სერტიფიკატი.
კურსი იწყება 2023 წლის თებერვლიდან. კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://tsu.ge/ka/continuous-courses/certificate-training/programs/518
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).
კურსის თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ასმათ გოდერძიშვილს : 555 603080.
ელ.ფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge
ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.