"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსი "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სრული აკრედიტებული პროგრამა."
პროგრამის მიზანია "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება; საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეფექტური მართვისათვის.
პროგრამის მოცულობა: 230 აკადემიური საათი, მათ შორის 133 თეორიული და 97 პრაქტიკული.
I. სწავლების ენა: ქართული
II. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების მქონე პირი.
III. კურსის საფასური - 1650 ლარი; თსუ-ის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის - 1450 ლარი;
IV . პროგრამის მიზანი:
"შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, მოამზადოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და მოახდინოს მისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება, ორგანიზაციაში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
V. სწავლების მეთოდი:
სასწავლო კურსის/მოდულის სწავლის შედეგების მიღწევისათვის შემუშავებულია სწავლების ადეკვატური მეთოდები:
** თეორიული სწავლება;
** პრაქტიკული მეცადინეობა;
** პრაქტიკა.
საბაზისო და თემატური მოდულების დასრულების შემდეგ მსმენელმა უნდა ჩააბაროს შემაჯამებელ წერითი ტესტი. ტესტში თითოეული მოდულის სწავლის შედეგის დადასტურების მიზნით მსმენელმა უნდა გადალახოს არანაკლებ 60 %.
სასერტიფიკატო კურსი "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სრული აკრედიტებული პროგრამა"-ს 230 საათის სწავლების დასრულებისა და ტესტირების წარმატებით დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ აღნიშნული კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის თანამშრომელს, ასმათ გოდერძიშვილს, საკონტაქტო: 555 603080, asmat.goderdzishvili@tsu.ge (ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ორსართულიანი შენობა თსუ პირველი კორპუსის გვერდით, მეორე სართული)
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს