www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო მენეჯერი
მომწოდებელი: სტანდარტ ფინანსი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სტანდარტ ფინანსი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო მენეჯერის პოზიციაზე შიდა ქართლის რეგიონში: ბათუმი.

ძირითადი პასუხისმგებლობა-მოვალეობები:

** კომპანიის ცნობადობის გაზრდა/კლიენტების მოზიდვა;
** პოტენციური კლიენტებისათვის კრედიტის მისაღებად აუცილებელი პირობების გაცნობა;
** საკრედიტო განაცხადის მიღება/ანალიზი/დამუშავება;
** კლიენტის ბიზნესის ფინანსური ანალიზი და შეფასება;
** კლიენტებზე ფინანსური მომსახურების გაწევა ორგანიზაციის სტანდარტების დაცვით;
** საკუთარ პორტფელში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მართვა;

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობა. სასურველია ეკონომიკასა ან ფინანსებში
** მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
** კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციური უნარები; მოლაპარაკების ეფექტურად წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** შედეგებზე და განვითარებაზე ორიენტირებული
** თავდაჯერებული

შერჩეული კანდიდატები საჭიროების მიხედვით გაივლიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლება/ტრენინგებს
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და მაღალანაზღაურებადი საბონუსე სისტემა.

დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 30 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ რეზიუმე ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@sf.ge და გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ "საკრედიტო ოფიცრის" პოზიცია და ფილიალი, სადაც გსურთ მუშაობის დაწყება.

საკონტაქტო ტელეფონები: 032 250 09 09; 571 017 509



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |