სპორტული კომპლექსი "Gymnasia" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. ე.ამაშუკელის 14 ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:00-18:00
ანაზღაურება ფიქსირებული 1500 ლ
საწვავის თანხა ანაზღაურდება კომპანიის მხრიდან
სავალდებულო მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საკუთარი ავტომობილი
** საქართველოს ბაზარზე არსებული ფასების ცოდნა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შეკვეთების ანალიზი და შესყიდვის განაცხადების შექმნა;
** შესაბამისად შესყიდვების განაცხადების მომზადება;
** სატენდერო მასალების ანალიზი;
** სხვადასხვა მიმართულების მოთხოვნების მიხედვით განფასებების გაკეთება;
** შესასყიდი პოზიციების ტრანსპორტირების ანალიზი;
** ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი განფასებების გაკეთება;
** ბიუჯეტის კორექტირების/მიმდინარე პროექტების განფასება და ნაშთების ანალიზი;
** შესყიდვებთან და ნაშთებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
** საქონლის წინასწარი კვლევა და იდენტიფიცირება შესყიდვების ოპტიმალური დაგეგმვის მიზნით;
** შესყიდვების წლიური გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** პოტენციურ მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** საუკეთესო მომწოდებლის შერჩევა და სხვადასხვა კატეგორიის საქონლის შესყიდვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** იმპორტის და ლოჯისტიკის პროცედურებში ჩართულობა;
საჭირო უნარები:
** ძლიერი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ლიდერული თვისებები
** ადაპტაცია და მოქნილობა
** დროის მენეჯმენტი
** კომპანიის საჭიროებებზე ზრუნვა.
თუ თვლით რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება მიმდინარე პოზიციას გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: ani.badurashvili@gymnasia.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია.
გისურვებთ წარმატებას!