www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აგენტების მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: Paybox
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვანი და სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია.

ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. 

"PayBox" აცხადებს ვაკანსიას აგენტების მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

თუ ხარ სიახლეების მაძიებელი, თვით-განვითარებაზე ორიენტირებული, არ გაშინებს გამოწვევები და გაქვს სურვილი შექმნა პროდუქტი, რომელსაც ასიათასობით ადამიანი გამოიყენებს, გამოგვიგზავნე რეზიუმე და შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

პოზიციის მიზანია, სააგენტო ქსელის მართვის განყოფილების სამუშაო პროცესის ეფექტურობის გაზრდა, პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობის პროცესის მხარდაჭერა, მიმდინარე საკითხების დროული და სწორი გადაწყვეტა.

რას გააკეთებ:

** ჩაერთვები სააგენტო ქსელის მართვის განყოფილების მიმდინარე საკითხებში და აგენტებთან კომუნიკაციაში, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარები პრობლემების მოგვარებაში;
** კომუნიკაცია გექნება პარტნიორ კომპანიებთან;
** აქტიურად ითანამშრომლებ ბუღალტერიასა და საწყობთან;
** აწარმოებ რეპორტებს;
** კოორდინირებულად ითანამშრომლებ კომპანიის სტრუქტურული/რეგიონული ერთეულების წარმომადგენლებთან.

აუცილებელია / სასურველია გქონდეს:

** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** გუნდურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |