www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმღები-კონსულტანტი
მომწოდებელი: აკა
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"აკა" აცხადებს ვაკანსიას მიმღები-კონსულტანტის თანამდებობაზე.

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი

კატეგორია: კლიენტთან მომსახურება.

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00; შაბათი 09:00-13:00)
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N6
** ანაზღაურება: 1600 ლარი.

შპს "აკა" დაარსდა 1992 წელს და წარმოადგენს "მერსედეს-ბენც ჯგუფი"-ს გენერალურ დისტრიბუტორს საქართველოში.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს მერსედეს-ბენზის მარკის მსუბუქი, კომერციული, სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების და სპეცტექნიკის რეალიზაციას და ტექნიკურ მომსახურებას ავტორიზებული პროგრამების და კვალიფიცირებული სპეციალისტების მეშვეობით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.mercedes-benz.ge

სამუშაოს აღწერა:

** მომხმარებლების მიღება და მასთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება.
** წინასწარ ჩაწერილი მომხმარებლის დროულად მიღების უზრუნველყოფა.
** მომხმარებლისა და მისი ავტომობილის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი შეყვანა პროგრამაში.
** მომხმარებლების საჭიროებების სრულყოფილად გარკვევა და მიღებული ინფორმაციის პროგრამაში დაფიქსირება.
** მომხმარებელთან სარემონტო სამუშაოებისა და ხარჯთაღრიცხვის შეთანხმება.
** მომხმარებლის ავტომობილის მიღება.
** საგარანტიო შემთხვევებზე დროული კომუნიკაცია საგარანტიო მომსახურების მენეჯერთან;
** არასტანდარტული შემთხვევების შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან;
** ნაწილების მოძიება შესაბამის კატალოგებში და მარაგში არსებობის დაზუსტება;
** საჭირო სათადარიგო ნაწილების განსაზღვრა/იდენტიფიცირება, მოძიება, მარაგში არსებობის დაზუსტება და შესაბამისი რეპორტის წარმოება;
** საჭირო ნაწილების შესახებ მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება და ხარჯთაღრიცხვის მომზადება.
** ინვოისის სწორად შედგენა ღირებულებების დეტალური აღწერით (თითოეული სათადარიგო ნაწილი, სითხე, საცხებ-საპოხი მასალა, სერვისის მომსახურება და სხვ.).
** მომსახურების შეთანხმებული ვადების კონტროლი.
** განსაზღვრული ვადის, ღირებულების ან ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის დროული ინფორმირება და სხვა პროცედურების მხოლოდ მისი დასტურის შემდეგ განხორციელება;
** მომხმარებლის ნებისმიერი სახის უკმაყოფილებაზე დროული რეაგირება და საჭირო ზომების მიღება;
** მომხმარებლის მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინება, მისი მოთხოვნისამებრ მომსახურების ტერიტორიაზე შესვლის უზრუნველყოფა (შესაბამისი აღჭურვილობით).
** მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრულყოფილი წარმოება.
** დასრულებული ავტომობილის მომხმარებლისთვის გადაცემის პროცესში ჩატარებული სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დეტალური განმარტება;
** მომხმარებლის ინფორმირება/შეხსენება შემდგომი ტექნიკური მომსახურების პერიოდის შესახებ;
** საქმიანობასთან დაკავშირებული, ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
** სამუშაო პროგრამების სრულყოფილი შესწავლა (WIS/ASRA, EPC, LS Auto, etc..)

გახდი ჩვენი გუნდის წევრი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:

** განათლების ხარისხი: უმაღლესი (ავტოსაინჟინრო - ავტოსატრანსპორტო)
** სამუშაო გამოცდილება: 1 წელი
** საკვალიფიკაციო მოთხოვნა: სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ანალიტიკური უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა კარგად. რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონე.
** საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** გუნდურობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე/
** მზარდ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.
** კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

შერჩევის მეთოდი: ინდივიდუალური გასაუბრება

თუ აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@mercedes-benz.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |