www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: CRM მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას CRM მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

CRM მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და კონტროლი;
** კლიენტების კატეგორიზაცია (ასაკი, სქესი, სოციალური სტატუსი, ინტერესები, შეძენის ისტორია და ა.შ), მიზნობრივი სეგმენტების გამოყოფა და ამ ჭრილში ინფორმაციული ბაზების ფორმირების კოორდინაცია;
** კატეგორიების მიხედვით მიზნობრივი სეგმენტების განხილვისა და მათი პრიორიტეტულობის შერჩევის კოორდინაცია პროცესში საჭირო მხარეების ჩართვით;
** შერჩეული მიზნობრივი სეგმენტების ქცევის მოდელზე დაკვირვება და მათი ინტერესების შესწავლა;
** მიზნობრივი სეგმენტების ინტერესებზე მორგებული საინტერესო და მრავალფეროვანი შეთავაზებების დამუშავება; შეთავაზებების განხილვისა და შერჩევის კოორდინაცია პროცესში საჭირო ერთეულების ჩართვით;
** სეგმენტისა და შეთავაზების შინაარსიდან გამომდინარე განსხვავებული საკომუნიკაციო არხებისა (სოციალური ქსელი, სმს, მეილი და სხვა) ფორმირება და შერჩევა, კამპანიის წარმოება;
** აქციებისა და დღესასწაულების პერიოდში მომხმარებლების მაქსიმალური მოზიდვისთვის საინტერესო შეთავაზებების განსხვავებული და ორიგინალური ფორმით/კონტენტით გავრცელებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება;
** თითოეული შეთავაზების შედეგებზე ინფორმაციის მოგროვება, შეფასება და რეპორტინგი უფლებამოსილ პირებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** CRM პროგრამებში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** მომხმარებელთა მონაცემების ბაზებზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.
** ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@alta.ge 2023 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |