"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - ბუღალტერს!
Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** სატელეფონო ლიმიტი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
Სამუშაოს აღწერა:
** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა;
** Ინტერნეტ ბანკის მართვა (ყოველდღიური გადარიცხვების წარმოება);
** პირველადი დოკუმენტების (ს. ზედნადებები, ა. ფაქტურები, და ა.შ.) მომზადება/ კონტროლი;
** სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მოძრაობისა და ნაშთების კონტროლი;
** არსებული შემოსავლების და გასავალი თანხების მონიტორინგი საბანკო ანგარიშზე;
** მარაგების აღრიცხვა, ნაშთების კონტროლი, დამატებითი ხარჯების სწორად გადანაწილების მონიტორინგი;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, გატარებების განხორციელების კონტროლი და შესაბამისი აქტების საფუძველზე დროული ჩამოწერის უზრუნველყოფა თვის ჭრილში;
** საგადასახადო დეკლარაციების წარმოების სრული ციკლის უზრუნველყოფა (მათ შორის საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა);
** ფინანსური ანგარიშგებებისთვის ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პოზიციასთან დაკავშირებით სხვა ტიპის დოკუმენტაციისა და ფუნქცია-მოვალეობის შესრულება.
მოთხოვნები:
** ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
** საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის და მისი ქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის ცოდნა, მ.შ. Excell-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
სამუშაო განრიგი:
** 5 სამუშაო დღე, 10:00-19:00 საათამდე.
** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://forms.gle/L1Cigh2Dn2msEZLB6
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.