www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გლობალ თრეველი
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

ტურისტული კომპანია "გლობალ თრეველი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის ან/და ბიზნესის (ადმინისტრირება / მარკეტინგი) განხრით;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა, აღნიშნული წარმოადგენს აუცილებელ პირობას, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook);
** სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფებისა და ციფრული ბიზნეს-ინსტრუმენტების ცოდნა ან/და მათი სწრაფად შესწავლის / ათვისების უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

** სპეციალური სწავლება / ტრენინგი გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში;
** დამატებით უცხო ენის ცოდნა.

მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება/კონსულტაცია;
** კომპანიის პროდუქტის/მომსახურების კლიენტებისთვის შეთავაზება;
** ავიაბილეთების, სასტუმროებისა და სხვა ტურ. პროდუქტების რეზერვაცია/რეალიზაცია;
** ტურისტული პაკეტების შედგენა/რეზერვაცია/რეალიზაცია;
** პოტენციურ მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარება და გაღრმავება;
** არსებულ მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება;
** კომპანიის პარტნიორებთან, მომწოდებლებთან ურთიერთობა/მოლაპარაკების წარმოება;
** ინვოისებისა და შეთავაზებების მომზადება;
** რეპორტინგი.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი/გუნდის აქტიური წევრი;
** კომუნიკაბელური, მოტივირებული, ინიციატივიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** სამსახურებრივი ამოცანებისა და სიახლეების მიმართ პოზიტიური და მოქნილი დამოკიდებულება;
** დროის ეფექტურად მართვის, პრიორიტეტიზაციისა და სამუშაო დატვირთვის განაწილების უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** გადაწყვეტილებების სწრაფად და მართებულად მიღების უნარი;
** დეტალებზე კონცენტრირების უნარი.

სამუშაო პირობები:

** მაღალი ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსური სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სამუშაო ადგილი: თბილისი.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: cv@globaltravel.ge.

განცხადებები მიიღება 2023 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.

შენიშვნა: კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |