www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური კაპიტალის გუნდში HC სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

"თეგეტა ჰოლდინგში", ადამიანური კაპიტალის გუნდში HC სპეციალისტს ვეძებთ.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ვადების ეფექტურად მართვის უნარი;
** გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** თეგეტა მოტორსისა და მისი შვილობილი კომპანიების მასშტაბით, თანამშრომელთა მიღებასთან და გათავისუფლებასთან დაკავშირებული პროცესების მართვა, თანამშრომელთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება, დამუშავება და პროგრამული ასახვა ადამიანური რესურსების მართვის ბაზაში;
** შრომის ხელშეკრულებების მომზადება და მასში განსახორციელებელი ნებისმიერი სახის ცვლილების უზრუნველყოფა, სახელშეკრულებო ურთიერთობის მართვა და კოორდინირება;
** შრომის ხელშეკრულებების ვადების კონტროლი და დასაქმებულთა უშუალო ხელმძღვანელებისთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება, მოწესრიგება და საჭიროების შემთხვევაში, მუდმივი განახლება;
** შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ბრძანების (მათ შორის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ, სახელფასო დანამატის/პრემიის გაცემის შესახებ და სხვა) მომზადება, უფლებამოსილ პირებთან შეთანხმება და ხელმოწერის პროცესის ორგანიზება;
** დასაქმებულთათვის კომპანიაში არსებული ბენეფიტების შეთავაზება და ამ პროცესებში შესაბამისი შეთავაზებების მართვა, კერძოდ, დაზღვევის პაკეტები, კორპორაციული სატელეფონო ნომრების ლიმიტების, Fitpass-ის ადმინისტრირების უზრუნველყოფის პროცესის გამართულად შესრულება;
** თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულებისთვის მიწოდება;
** HC ადმინისტრირების მიმართულებით არსებულ პროექტებში ჩართულობა, იდეების და ინიციატივების გენერირება და განხორციელება, უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად;
** უშუალო ხელმძღვანელთან პერიოდული რეპორტების მიწოდება;
** უშუალო უფროსის მიერ დაინიცირებული სხვა დავალებების შესრულება;

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** ბაკალავრის ხარისხი (უპირატესობა მიენიჭება სამართლის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებას);
** არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word; Excel; Outlook; PowerPoint);
** სასურველია ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** შრომის კოდექსის ცოდნა;
** მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

გამოაგზავნეთ განაცხადი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |