სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.
ვაცხადებთ ვაკანსიას მრეცხავის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწარმოო ინვენტარის სისუფთავისა და დეზინფექციის დაცვა;
** წარმოებაში დაშვებული წესების მიხედვით, სარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება;
** გენერალურ დალაგებაში მონაწილეობის მიღება;
** ჟურნალების შევსება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
ძირითადი მოთხოვნები: სასურველია წარმოებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცილება;
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალური;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 სამუშაო დღე (09:00-18:00 სთ)
** სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
** სამუშაო ანაზღაურება: 550 ლარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@daily.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას: გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!