www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: მულტი
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

"ბიბლუსი ჯგუფი"-ს შვილობილი კომპანია - შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე, ქალაქ ბათუმში.

"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომერციული სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქმიანი ურთიერთობების წარმოება მომწოდებლებთან;
** ახალი მომწოდებლების მოზიდვა და მოლაპარაკებების წარმოება
** ასორტიმენტის დამუშავება, გაფართოება;
** პროდუქტის პრომოუშენის დაგეგმვა მარკეტინგის სამსახურთან ერთად;
** კომპანიის მომხმარებელთან დაკავშირებული ანალიტიკა;
** სასაქონლო ჯგუფების მიხედვით პროდუქციის რეალიზაციის სტატისტიკური ანალიზის სისტემატური ანალიზი;
** საფასო პოლიტიკის კონტროლი; კონკურენტების ფასების კონტროლი;
** ახალი პროდუქციის ხარისხის, მომწოდებლის ფასისა და სარეალიზაციო ფასის შემოწმება პროდუქციის გაყიდვაში მიღებამდე;
** ყოველთვიური, სეზონური და სადღესასწაულო გაყიდვების დაგეგმვა;
** რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;
** საქონლის ნაშთების კონტროლი.

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** მინიმუმ 2 წელი აუცილებელია შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel)
** 1C
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მზარდ საბონუსე სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელმისამართზე: vacancy@multimarket.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი".

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |