სს ოპპა ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.
თუ გაინტერესებს გამოწვევები, სიახლეები, ხარ მოქნილი ცვლილებების მიმართ და გაინტერესებს განვითარება, PayBox გთავაზობს ვაკანსიას თბილისის წარმომადგენლობის ტექნიკოსის პოზიციაზე. პოზიციის მიზანია, ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური მომსახურება.
რას გააკეთებ:
უზრუნველყოფ ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკურად და პროგრამულად გამართვას მათი შეუფერხებლად მუშაობის მიზნით.
მნიშვნელოვანია გქონდეს: კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
დამატებითი მოთხოვნები:
** უძრავი ან მოძრავი ქონებით, ან თავდებით უზრუნველყოფა;
** ავტომობილის (B კატეგორიის მართვის მოწმობა)/მოპედის ფლობა;
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ხელზე ასაღებ ყოველთვიურ ანაზღაურებას 1080 ლარის ოდენობით და 500 ლარამდე ბონუსს;
** კომპიუტერულ სისტემებთან მუშაობის შესწავლისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას;
** საწვავით უზრუნველყოფას;
** ავტომობილის დაზღვევას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fit Pass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.
სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.