www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დემი შეფი-დე პარტიე
მომწოდებელი: Pub44
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

"Pub44" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის - დე პარტიეს თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მოამზადოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვით და მინიმალური დანაკარგით;
** დაახარისხოს და შეინახოს საკვები; შეამოწმოს ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერები;
** შეამოწმოს თითოეული კერძის ხარისხი, პორციის რაოდენობა, პრეზენტაბელურობა და ტემპერატურა სამზარეულოდან გატანამდე;
** წინასწარ მოიმარაგოს კერძის მომზადებისთვის საჭირო ყველა პროდუქტი;
** დაიცვას სამზარეულოში არსებული ყველა დანადგარის ინსტრუქცია;
** შეამოწმოს სამზარეულოს ინვენტარი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია უშუალო ხელმძღვანელს;
** გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს მათ დატრენინგებაში;
** დარწმუნდეს, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები ზედმიწევნით ასრულებენ მოვალეობებს;
** აქტიურად ჩაერთოს HACCP-ის სისტემის, კონტროლისა და დოკუმენტაციის შევსების პროცესში;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: hello@pub44.ge არაუგვიანეს 17 სექტემბერს. დანიშნულებაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |