www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟიორი აუდიტის დეპარტამენტში
მომწოდებელი: PKF Georgia
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "PKF" აცხადებს ვაკანსიას აუდიტის დეპარტამენტში სტაჟიორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენა: სრულყოფილად, მაღალ დონეზე (სასაუბრო და წერითი კომუნიკაცია);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, აუცილებელია Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;
** ბაკალავრის დიპლომი აუდიტში, ეკონომიკაში, ფინანსებში ან აღრიცხვაში ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია გამოცდილება: ფინანსებში ან ბუღალტერიაში;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დროის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შედეგებზე ორიენტირებულობა

შესასრულებელი სამუშაო:

აუდიტის ჩატარებისას აუდიტორის მიერ ჩასატარებელ პროცედურებში მონაწილეობის მიღება. კერძოდ:

** წინამორბედი აუდიტის შედეგების მიმოხილვაში მონაწილეობის მიღება
** ფინანსური ანგარიშგების მუხლების აუდიტში მონაწილეობის მიღება.
** ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
** დამკვეთი კომპანიის პროცესებისა და კონტროლის ტესტირებაში მონაწილეობის მიღება;

რას გთავაზობთ:

** აუდიტში გამოცდილ ჯგუფთან ერთად მუშაობას;
** შესაძლებლობას კარიერულ და პროფესიულ ზრდაში;
** ტრენინგისა და განვითარების პროგრამის ფართო სპექტრს;
** პროფესიონალურ გუნდს და მეგობრული გარემოს.
** სამუშაო გრაფიკი: სრული.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: pkf@pkfgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითეთ "სტაჟიორი აუდიტის დეპარტამენტში".

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს ფი ქეი ეფ კაიზენის (ს/კ: 205198212) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა;



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |