www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღამის ცვლის მიმტანი
მომწოდებელი: სასტუმრო Grand Gloria
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

სასტუმრო "გრანდ გლორია" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის მიმტანის პოზიციაზე.

"გრანდ გლორია" გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს.

https://grandgloria.ge/georgian/home
https://www.facebook.com/GrandGloriaHotel
https://www.instagram.com/thegrandgloriahotel/

2021 წელს იგი დასახელდა ბათუმის საუკეთესო ზღვისპირა 5 ვარსკვლავიან სასტუმროდ Global Tourism Awards-ის მიერ.

მიმდინარე 2023 წელს ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე "Welcome to Georgia! National Tourism Awards" სასტუმრო "გრანდ გლორია" გახდა გამარჯვებული კატეგორიაში -" საქართველოს წამყვანი მდიდრული სასტუმრო 2023 ".

სასტუმრო უკვე 5 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ჩვენი გუნდი აერთიანებს 150-მდე პროფესიონალს.

მდებარეობა: ბათუმი, შ. ხიმშიაშვილი 22
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო დრო: 5/2
ელ ფოსტა : hr@grandgloria.ge

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.

მოვალეობები:

** უზრუნველყოს ანგარიშის გადახდა;
** სტუმრისთვის სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** გააცილოს სტუმრები დარბაზიდან და გამოხატოს მადლიერება მათი სტუმრობის გამო;
** გაასუფთაოს და ხელახლა გააწყოს მაგიდები თავის სექტორში;
** ცვლის დასრულებამდე გაასუფთაოს და შეავსოს სათანადო მარაგით მომსახურების ადგილები;
** უნდა შეძლოს რესტორანში ყველა აღჭურვილობით სარგებლობა.

მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@grandgloria.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |