www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: GOSMS.ge
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

Gosms.ge არის სარეკლამო-საინფორმაციო პლატფორმა, რომელიც ყველა ტიპის ბიზნესს ეხმარება სწრაფი, მარტივი სარეკლამო კამპანიების წარმოებასა და მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევაში.

ჩვენს გუნდში ველოდებით ახალი წევრების შემოერთებას, ამ ეტაპისათვის ვაცხადებთ ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობა:

პოტენციური მომხმარებლებისთვის სარეკლამო და სისტემური SMS მომსახურების შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განიხილებიან როგორც მიმდინარე ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტები
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია)
** MS Office-ის ცოდნა;

საჭირო უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** მიზანსწრაფულობა, შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** მოლაპარაკებების მაღალ დონეზე წარმოება;

ჩვენ გპირდებით:

** პოზიტიურ, კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურების სისტემას;
** განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბოხუას # 4, მიონის ბიზნეს ცენტრი.
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, შესაძლებელია შეთანხმება
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@gosms.ge და Subject-ში მიუთითეთ კორპორაციული გაყიდვების უმცროსი მენეჯერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |