"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დეპარტამენტში, კრედიტორების მართვისა და ბიუჯეტირების სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა და მონაწილეობის მიღება სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში;
** კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი მიზნების მიხედვით ბიუჯეტირება;
** ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
** კრედიტორებთან შედარების აქტების მომზადება, მონაცემთა ბაზებთან მუშაობა /დამუშავება;
** სხვადასხვა რეპორტების მომზადება, მათი ზუსტი და დროული წარდგენის უზრუნველყოფა უშუალო ხელმძღვანელთან;
** საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება და დამუშავება როგორც შიდა, ისე გარე წყაროებიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიური მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** Excel-ის გამართული ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 12 ოქტომბერი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება .რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!