www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: მულტი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ბათუმში.

"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, გრანდმოლი, ხიმშიაშვილის 9

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება;
** დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** დამატებით საბონუსე ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორაციულ ფასდაკლების ბარათს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: vacancy@multimarket.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ადმინისტრატორი".

"მულტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |