www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლ. ჩარკვიანის ქ.#8 (ლისის ტბის მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-16:30

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების რეგისტრაცია;
** ფინანსური ანგარიშების წარმოება სალარო აპარატის და ტერმინალის მეშვეობით;
** პაციენტთან დაკავშირებულ საკითხებზე სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წლისა (მომსახურების სფეროში, ფრონტ-ოფისში მუშაობის გამოცდილება);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამართული ვერბალური უნარები
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანობა და ენერგიულობა
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: service@mmc.ge; გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |