ძალიან მალე, თბილისში იხსნება 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "CASTOR AND POLLUX HOTEL", რომელიც მოემსახურება სტუმრებს რესტორნით, ბარით, საკონფერენციო დარბაზითა და სხვა დამატებითი სერვისებით.
ვეძებთ ენერგიულ და ყურადღებიან დაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომელს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩა N47 (ვერა)
სამუშაო საათები: ცვლებში
ანაზღაურება: 900 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** სასტუმროში არსებული ყველა წესის დაცვის უზრუნველყოფა;
** პრობლემური სიტუაციების გამოკვლევა საჭიროების მიხედვით;
** სასტუმროს შენობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეგულარული მონიტორინგი.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე reservation@castorpollux.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!