www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. "ელთიბის" აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა და დავალებების ფორმირება. მათი განხორციელებული საქმიანობის პროცესის მონიტორინგი
** გაყიდვების გუნდის თანამშრომლების მიერ კომპანიაში არსებული შიდა რეგულაციებისა და პროცედურების შესრულების მუდმივი კონტროლი
** გაყიდვების განყოფილების სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა
** ფილიალის მომგებიანობის უზრუნველყოფა
** გაყიდვების ზრდის მიზნით, კომპანიის სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა
** ფილიალში ჯანსაღი კორპორაციული კლიმატის დამკვიდრება/შენარჩუნება
** თანამშრომელთა მოტივაციასა და პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა
** ახალი თანამშრომლის გადამზადების უზრუნველყოფა მიღებული სტანდარტების შესაბამისად
** კომპანიის პოლიტიკისა და სტანდარტების გატარება გუნდთან;

განათლება/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე
** რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა (B2)
** MS Office (MS Word, MS Excel, MS Outlook)
** 1C პროგრამის ცოდნა - სასურველი

კომპეტენციები:

** პროფესიონალიზმი
** გუნდის ლიდერობა
** დაგეგმვა და ორგანიზება
** ეფექტური კომუნიკაცია
** ინოვაცია
** შედეგზე ორიენტირება
** კომერციული ხედვა
** მომხმარებელზე ორიენტირება და მომსახურება

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** თიმბილდინგი

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფილიალის მენეჯერი- ქუთაისის ფილიალი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |