www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტომობილების მრეცხავი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეექვსე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2023 ევროპასა და საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს ავტომობილების მრეცხავის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების სისუფთავის უზრუნველყოფა, როგორც გარეგანი ნაწილების, ასევე სალონის, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;
** სატრანსპორტო საშუალების ავტოპარკის ტერიტორიაზე შესაბამის ადგილას პარკირება უსაფრთხოების შესაბამისი წესების დაცვით;
** სარეცხი აღჭურვილობის გამოყენება ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად;
** სარეცხი აღჭურვილობის სათანადო მოვლა და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

კანდიდატის პროფილი:

** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა (6 თვეში С კატეგორიის აღების პირობით)
** განათლება - საშუალო
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** საწმენდ საშუალებებთან მუშაობის გამოცდილება
** მინიმუმ ერთი თვე მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე

რას გთავაზობთ?

** პეპსიკოს გუნდის მხარდაჭერა
** ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება - 760 ლარი ფიქსირებული
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
** ტრანსპორტირება
** კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: delivery_cau@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |