www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უნივერსალური ხელოსანი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.

კლინიკა მედის პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება;
** კვალიფიციური ექიმები;
** უახლესი ტექნოლოგიები;
** მუდმივი განვითარება;
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო.

კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ხელოსნის ვაკანტურ თანამდებობაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 850 ლარი (net)

ძირითადი მოთხოვნები:

** ფილიალების პერიოდული მონიტირნგი და ლოჯისტიკის კუთხით საჭირო ჩასატარებელი სამუშაოების აღრიცხვა/ჩატარება;
** სამეურნეო სამუშაოების დაგეგმვა;
** სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისთვის საუკეთესო დროისა და პირობების შერჩევა, რომ ამან არ შეაფერხოს ფილიალებისა და თანამშრომლების მუშაობის პროცესი;
** სამეურნეო სამუშაოების კვალიფიციურად განხორციელება;
** ახალი ფილიალის გახსნის, არსებულების განახლება-გარემონტების პროცესში ჩართულობა;
** ფილიალის ინტერიერის ცვლილების პროცესში დახმარება;
** ოფისისა და ფილიალების გათბობა-გაგრილების სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე.

ძირითადი მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება.
** ორგანიზებულობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

1. წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
2. გასაუბრება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@medi.ge 2023 წლის 24 სექტემბრამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |