www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო დაკრედიტების ექსპერტი
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
თანდართული ფაილი: 89281_Halyk_Bank_Georgia___Application_form_5396224.zip
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას თბილისში განთავსებულ ფილიალებში საცალო დაკრედიტების ექსპერტის პოზიციებზე

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკის" შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით
** სავალდებულოა საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, აქედან სავალდებულოა საკრედიტო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ბაზარზე არსებული საბანკო პროდუქტების კარგად ცოდნა
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა

უნარები:

** პროდუქტის გაყიდვის კარგად განვითარებული უნარები
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი და მომსახურების უნარები
** აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ძირითადი მოვალეობები:

** საცალო გაყიდვების სფეროში მომხმარებლის აქტიური მოძიება, მოზიდვა
** საცალო საკრედიტო პროდუქტების გაცნობა, კონსულტაციის გაწევა
** საკრედიტო განაცხადების მიღება, პროექტების დამუშავება, კომიტეტზე გატანა, დამტკიცებული
სესხების გაცემა, მომსახურება.
** პორტფელში არსებული მომხმარებლების რესურსის გამოყენება ჯვარედინი გაყიდვებისათვის
დადგენილი წესის შესაბამისად პერიოდული ანგარიშგების წარმოება

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან შეავსოთ ბანკის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) ფოტოსურათით (3X4) ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბანკირი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30/09/2023წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |