შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო, სპეციალური ან /და უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უმაღლესი განათლების არქონის შემთხვევაში);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
დამატებითი მოთხოვნები:
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
** სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება;
** დაზუსტებული ინფორმაციის გაცემა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებზე:
** წყვეტის (გეგმური, არაგეგმური) არსებობის შემთხვევაში - მისი მიზეზი და სავარაუდო ხანგრძლივობა;
** მომხმარებლის მიმდინარე და/ან დაგროვილი დავალიანების ოდენობა და გადახდის ბოლო ვადა;
** დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლის მიერ დავალიანების დაფარვის შემთხვევაში - მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო და მოთხოვნის შესრულების ეტაპი;
** გადანაწილებული დავალიანების გადახდის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია;
** აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის წესი და პირობები;
** ახალი მომხმარებლის მიერთების წესი და პირობები;
** საწარმოს მიერ მომხმარებელზე ადმინისტრაციული სახდელის დადების შემთხვევაში, მისი გასაჩივრების წესი და ვადა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
პირობები:
** სამუშაო განრიგი: ცვლიანობის გრაფიკის შესაბამისად;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. 18ა, (გამოსაცდელი ეტაპის შემდეგ საქმიანობას შეძლებთ დისტანციურად);
** ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge ან vacancies@te.ge (ელ. ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 12 ოქტომბერი;
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებებს!