www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ზედაზენი 2012
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "ზედაზენი 2012" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ ექსპედიტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სამეგრელო, სენაკი
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელში პროდუქციის დროული მიწოდება;
** ქსელიდან თანხის გამოტანა და ბანკში შეტანა, ხოლო შემდგომ ოპერატორებზე შესაბამისი საბუთების ჩაბარება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულება;
** ავტო სატრანსპორტოს უსაფრთხო ტარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაცვით;
** სატვირთო მანქანის გამართულობის კონტროლი და საჭიროებისას ავტო-პარკის პასუხისმგებელ პირთან სწრაფი კომუნიკაცია;
** სატვირთო მანქანის ჰიგიენის დაცვა;
** მომარაგების დოკუმენტაციის დამუშავება;
** მომარაგებისას დოკუმენტებზე ხელის მოწერა, ჩაბარებული საქონლის დადასტურება;
** ქსელიდან მობრუნებული პროდუქციის შედარება სასაქონლო ზედნადებთან;
** ქსელიდან მობრუნებული ტარი-ს (კეგი, პალეტები, ყუთები) კონტროლი და ჩათვლა საწყობში;
** საწყობის სმენის უფროსისთვის ქსელიდან მობრუნებული პროდუქციის ჩაბარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა C კატეგორია
** სადისტრიბუციო სისტემის/ქსელის ცოდნა.
** დისტრიბუციაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** ყურადღებიანი და დაკვირვებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პუნქტუალური და მოწესრიგებული;

სამუშაო პირობები:

** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მძღოლ-ექსპედიტორი სენაკში " წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2023 წლის 13 ოქტომბერი..

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |