დაცვის სამსახური "მაგისტრი" უკვე 18 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. 2009 წელს კომპანიამ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო დაცვითი საქმიანობის ლიცენზია და მას შემდეგ სტაბილურად აგრძელებს განვითარებას.
"მაგისტრის" სწორი მიმართულებით განვითარებას ადასტურებს დღემდე მიღებული უამრავი ჯილდო და სერტიფიკატი.
შპს "მაგისტრი" აცხადებს კონკურსს სასურსათო სავაჭრო ცენტრებში დაცვის თანამშრომლის ვაკანტურ პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთა მონიტორინგი;
** სალაროს კონტროლი;
** თვითმომსახურების სალაროს კონტროლი/მონიტორინგი;
** შესასვლელის კონტროლი;
** შიდა სივრცის მონიტორინგი;
** ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემით სავაჭრო ცენტრის მონიტორინგი;
** საქონლის მოწოდების მონიტორინგი;
** სახანძრო უსაფრთხოების სისტემების და სამაცივრე დანადგარების ტემპერატურის მონიტორინგი.
სამუშაო გრაფიკები:
** 09:00-22:00
** 21:00-09:00
ანაზღაურება: 850-დან 1200 ლარამდე (ხელზე)
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vshurghaia@magistri1.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 28 სექტემბრამდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.