www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ფაბრიკა 1900
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერტიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

კომპანიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე: http://fabrica1900.ge/

"ფაბრიკა 1900" ეძებს გუნდის ახალ წევრს, და ვაცხადებთ ვაკანსიას თანამდებობაზე: გაყიდვების მენეჯერი.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (საწვავს უზრუნველყოფს კომპანია)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი 1000 ლარამდე გამომუშავების პერსპექტივით;

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური შემკვეთების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება;
** არსებულ კონტრაქტორებთან ურთიერთობის წარმოება;
** შეკვეთების მიღება-დამუშავება, ტექნიკური დეტალების შეთანხმება;
** პროდუქციის ხარისხისა და მიწოდების ვადების კონტროლი;
** ახალი მომხმარებლების მოძიება/მოზიდვა, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე მის გარეთ;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება, კომპანიის მომსახურების და პროდუქციის გაცნობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად ანგარიშების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია, ეკონომიკის/ბიზნესის მიმართულებით;
** ვაკანტური პოზიციის შესაბამისი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების სფეროში ექსპორტის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
** ინგლისურ და რუსულ ენებზე თავისუფლად მეტყველებისა და წერის უნარები.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** საინტერესო, გამოწვევებით სავსე, ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას;
** თქვენი ავტომობილის ხარჯის ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** კვებას;

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, 10 ოქტომბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR@Fabrica1900.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 595 222 774

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი;

შერჩევის პირობები:

** ორეტაპიანი გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან;
** გამოსაცდელი პერიოდით თანამშრომლობა (3 თვე);

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს.

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

"ფაბრიკა 1900" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |