"Palais des Thes" არის ჩაის კომპანია, რომელიც 1987 წელს დაარსდა საფრანგეთში. მსოფლიო მასშტაბით ბრენდს აქვს 100-მდე მაღაზია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ჩაისა და ჩაის აქსესუარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩვენი კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
"Palais des Thes" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: სითი მოლი საბურთალო.
** სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით, კვირაში 40 საათი 1 დღე დასვენება.
** ძირითადი ხელფასი: 700 ლარი ასევე ბონუსები.
** კომპანიაში დასაქმებული პირები სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან უმაღლესი განათლება.
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები/თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა.
** კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება.
** მომსახურების ხარისხზე ორიენტირება.
** გუნდური მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
** ბრენდის და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა.
** მომხმარებელს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევაში და გადაწყვეტილების მიღებაში. საჭიროებისამებრ ჩაის დეგუსტაციის ჩატარება.
** სალაროსთან და პროგრამასთან მუშაობა. სალაროს წარმოება და კონტროლი, თანხის დათვლა.
** მაღაზიის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი.
შერჩევის ეტაპები:
** გასაუბრება
** გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ 2 კვირიანი ტრენინგი (სტაჟირება ანაზღაურებადია).
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tsira.pdt@gmail.com 2023 წლის 15 ოქტომბრამდე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!