ესპანური ფარმაცევტული კომპანია "სეტონდა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების გეგმის შესრულება, ყოველკვირეული მონიტორინგი და ანალიზი
** წარმომადგენლების ყოველდღიური ვიზიტების მონიტორინგი და შეფასება კლინიკებსა და აფთიაქებში
** ნაშთების კონტროლი
** კომპანიის მიერ დაგეგმილ მარკეტინგული ღონისძიებებში მონაწილეობა (სამეცნიერო კონფერენცია, კონგრესი, პრეზენტაცია)
** კომპანიის პროდუქტებზე სააფთიაქო აქციების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი
** CRM სისტემაში მუშაობა
** ოპინიონ ლიდერებთან ურთიერთობა
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS PowerPoint / MS Word / MS Access / MS Outlook / MS Exc)
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელურობა, მიზანდასახულობა;
** კრეატიულობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა, კოლეგიალობა, შედეგზე ორიენტირებულობა;
** მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის უნარი.
სამუშაო განაკვეთი: სრული 9:00-დან 18:00-მდე ორშაბათი-პარასკევი საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: setonda.ge@gmail.com
წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "გაყიდვების მენეჯერი".
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.