www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქციის ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" შვილობილი კომპანიისთვის "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
დეპარტამენტი: დისტრიბუცია
ადგილმდებარეობა: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office: Word, Excel, Powerpoint, Outlook).

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის განვითარების სტრატეგიის შექმნა.
** სამომხმარებლო ბაზრის კვლევა, ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, საბაზრო პოტენციალის განსაზღვრა;
** კონკურენტი ბრენდების ანალიზი და მიმდინარე ბრენდის პოტენციალის განსაზღვრა.
** ბრენდისთვის საჭირო მატერიალების მომზადება
** ძველი პროდუქციის რებრენდინგი და ახალი პროდუქციის ბრენდინგში მონაწილეობის მიღება.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** კრეატიულობა
** ორგანიზებული
** პუნქტუალური
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 13 ოქტომბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პროდუქციის ბრენდ მენეჯერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |