კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან დღემდე წარმატებით პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე და ნერგავს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის სტანდარტს; კომპანია აერთიანებს 1 ცენტრალურ საწარმოსა და ცხრა კაფეტერიას; მომხმარებლებისათვის საკუთარი წარმოების 500-მეტი პროდუქტის შეთავაზებით, ახალი გემოების დანერგვითა და მაღალი საწარმოო სტანდარტის შენარჩუნებით კომპანია უკვე 15 წელია არ კარგავს პირველობას;
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო
სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-19:00)
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** შესყიდვის პროცედურების ორგანიზება;
** შესყიდვების დაგეგმვა და გეგმის კონტროლი;
** ცენტრალურ საწყობსა და ობიექტებზე ნაშთების ოპტიმიზაცია/კონტროლი;
** საქონლის ფასების კონტროლი და ცვლილებებზე დროული რეაგირება;
** ახალი მომწოდებლების მოძიება;
** შესყიდვების რეპორტის წარმოება;
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** FINA-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ "შესყიდვების მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!