www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შემოსავლების აღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: VIVO Medical Group
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / განცხადების ვადა: 18 ოქტომბერი

"ვივო მედიქალ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შემოსავლების აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: დიღომი, ჩაჩავას ქ. #1;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-დან 18:30-მდე;
ანაზღაურება: 800 ლარი

ძირითადი ფუნქციები:

** შემოსავლების აღრიცხვა.
** კონტრაგენტებისთვის წარდგენილი ინვოისების ბაზის კონტროლი.
** ჩარიცხული თანხების კონტროლი.
** ფინანსური კორექტირებების და ჯარიმების პროგრამული ასახვა.
** კონტრაგენტისთვის მიცემული ფასდაკლების პროგრამული ასახვა.
** კონტრაგენტების მოთხოვნა ავანსების კონტროლი.
** კონტრაგენტისათვის წარსადგენი Case-ების აღრიცხვა.
** ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან მიღებული მიღება ჩაბარების აქტების აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
** ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა.
** Excel-ის Advance დონეზე ცოდნა.
** ზოგად დონეზე სამედიცინო ტერმინოლოგიის ცოდნა.
** სასურველია ბუღალტრულ პროგრამა Balance-ს ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge. სათაურის ("subject") ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შემოსავლების აღრიცხვის სპეციალისტი".

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |