www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: სამოთხე 2014
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / განცხადების ვადა: 18 ოქტომბერი

შპს "სამოთხე" დაარსდა 2014 წელს და მას შემდეგ ზრუნავს მომხმარებლების სურვილების დაკმაყოფილებაზე. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და არის მომხმარებელთა ინტერესებზე მორგება და მათთვის დიდი არჩევანის, ხარისხიანი მომსახურებისა და ოჯახური გარემოს შეთავაზება. სუპერმარკეტი, როგორც მომხმარებლებს ასევე თანამშრომლებს სთავაზობს კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს. ჩვენთვის მთავარია ოჯახური და გუნდური ატმოსფეროს შექმნა და შენარჩუნება. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლებს ვაძლევთ კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. 2021 წელს გაიხსნა ახალი ფილიალი "სამოთხე მოლი" და ჩვენს ერთიან გუნდს კიდევ 20 თანამშრომელი შეემატა.

ვაკანსია ცხადდება მაღაზიის ორივე ფილიალში, როგორც ფაღავას ქუჩის, ასევე მაიაკოვსკის ქუჩის ფილიალში საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის სამუშაო პროცესის გამართულად ფუნქციონირების ორგანიზება;
** პროდუქციის მიღება - გადანაწილება/დალაგება;
** გეგმური ინვენტარიზაციის ჩატარება;

მოთხოვნები:

** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების (MS Word, Excel) ცოდნა;
** პროდუქციის შემადგენლობისა და მახასიათებლების კარგად ცოდნა;
** თავაზიანობა, როგორც მომხმარებლების, ასევე თანამშრომლების მიმართ;

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: 9:00 სთ-18:00 სთ;
** შესვენება: 1-სთ დღის განმავლობაში;
** დასვენება: კვირა დღე;
** ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი (სტაჟის დანამატი);
** მისამართი: ქ. ბათუმი, #1 მაიაკოვსკის ქუჩა - #2 ფაღავას ქუჩა

ბენეფიტები:

** ყოველთვიური ბონუსები;
** სტაჟის დანამატი;
** შესვენება 3-ჯერ დღეში;
** უფასო კვება - ყავა/სადილი;
** კარიერული წინსვლა და დაწინაურების პერსპექტივა.

CV შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ჩვენს მეილზე: Samotxe2014@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 579 22 27 88.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |