www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Fina-ს ოპერატორი
მომწოდებელი: Brunch By Gastronome
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / განცხადების ვადა: 18 ოქტომბერი

"GASTRONOME GROUP"-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით.

"GASTRONOME"-ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს Fina -ს ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** Fina-ს პროგრამაში პროდუქციის მიღება ადგილობრივი მომწოდებლებისგან;
** შეკვეთების ჩაწერა, დამუშავება და კორექტირება;
** მყიდველებისგან და ფილიალებიდან საქონლის დაბრუნების პროგრამული უზრუნველყოფა;
** ახალი კომპანიების დარეგისტრირება;
** პროგრამული ჩამოწერების წარმოება;
** მარკეტინგული და საოპერაციო ხარჯების გატარება;
** პროგრამული ნაშთების კონტროლი საწყობის მენეჯერთან ერთად;
** ფინას და rs.ის შესაბამისობის კონტროლი;
** შესყიდვების პროგრამული დაფიქსირება და სისწორის კონტროლი;
** საბითუმო და საცალო რეალიზაციის პროგრამული ასახვა;
** სასაქონლო ზედნადების გაწერა, კორექტირება და გაუქმება;
** ბუღალტერიის მიერ მოთხოვნილი საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;
** უშუალო ხელმძღვანელისგან დავალებების მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია აღნიშნულ პროგრამაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პროფესიული განათლება ან/და არასრული უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ ერთი უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

საჭირო უნარები:

** დროის მენეჯმენტი;
** დელეგირების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;

ანაზღაურება: 1200 ლარი
სტაჟირება: 1 კვირა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ

თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge; სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |