კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას პროცესების ხარისხის მენეჯერის თანამდებობაზე.
კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.
ლოკაცია: თორნიკე ერისთავის ქ. #21
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების ანალიზი, პროცესების განხილვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, დოკუმენტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ბიზნეს პროცესების მარეგულირებელი დოკუმენტების ანალიზი, ოპტიმიზაცია და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ბიზნეს პროცესების პრაქტიკაში დანერგვის/რეალიზების პროცესში მონაწილეობა;
** შემუშავებული დოკუმენტების პერიოდული გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში განახლება;
** წინასწარ დადგენილი პერიოდულობითა და ფორმით რეპორტინგის წარმოება.
** პროექტში მონაწილე მხარეებისაგან მოთხოვნების შეგროვება, დოკუმენტების ანალიზის, ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით;
** მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი შესაბამისობების/შეუსაბამობების გამოვლენა და მათი პროცესის დოკუმენტთან სისრულეში მოყვანა;
** ახალი სახელმძღვანელო პრინციპების და სტანდარტების შემუშავება, გაცნობა და თანამშრომელთათვის სწავლება;
** საჭიროებისამებრ, კომპანიის პროცესებსა და სტანდარტებში ცვლილებების ინიცირება;
** ინფრასტრუქტურული ცვლილებების მხარდაჭერა და წინადადებების შემუშავება;
განათლება/გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება
** არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე
კომპეტენციები:
** ხედვა/სტრატეგიული აზროვნება
** დაგეგმვა და ორგანიზება
** შედეგზე ორიენტირება
** წერითი კომუნიკაცია
** პრობლემების გადაწყვეტა და სიღრმისეული ანალიზი
** ცვლილებების ინიცირება
** დისციპლინა
ცოდნა/უნარები:
** MS office; ERP
** ხარისხზე ორიენტირება
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ
** სტრატეგიული/ანალიტიკური აზროვნება
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** პროფესიონალიზმი
** თანმიმდევრულობა
** მიზანდასახულობა
** დროის მართვის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
სამუშაო პირობები:
** განრიგი: 09:30-18:30
** დასვენების დღეები: შაბათი და კვირა
კომპანია გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** თიმბილდინგი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პროცესების ხარისხის მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "ელთიბი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება!