წყლის თანამედროვე ფილტრაციის სისტემების ინტერნეტ-მაღაზია "kamkama.ge" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://kamkama.ge/
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე.
მდებარეობა: ეთერ ბოცვაძის ქ.;
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის სრულფასოვანი ცოდნა;
** კლიენტების სატელეფონო კონსულტაცია;
** სააღრიცხვო პროგრამაში გატარებების შესრულება;
** დამატებითი ტექნიკური მასალების შესწავლა;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური, რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ტექნიკურ საკითხების სწრაფი ათვისების უნარი.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების მანერა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების იოლად ათვისების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური, ან საოჯახო)
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; ან დაგვიკავშირდით: 591512374.
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია "შპს ენსო ჯგუფი"-ს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.