შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე მარნეულის იუსტიციის სახლში.
ძირითადი მოვალეობები:
** გადასახდელების თანხების მიღება მომხმარებლისგან და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში სწორი გატარებების წარმოება;
** პროგრამულ უზრუნველყოფაში სალაროს ოპერაციების დადასტურება;
** სალარო ჩეკებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** სალაროს გამოყვანა და ინკასაცია;
** სალაროს დღიური საბუთების ფორმირება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ენების ცოდნა: ქართული
** შესრულების სისწრაფე და სიზუსტე;
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტაცია.
სამუშაო საათები: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა;
ორშაბათი პარასკევი; დასვენების დღე შაბათი კვირა
ხელფასი ხელზე ასაღები 500 ლარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).