კომპანია "ელთიბი" ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსტრუირების პროგრამის სპეციალისტის თანამდებობაზე.
კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი" - ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.
ლოკაცია: თორნიკე ერისთავის ქ. #2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:50-18:00; შაბათი: 09:50-14:00; დასვენება - კვირა დღე
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა/მომსახურება/პროექტირება
** სხვადასხვა პროგრამაში ნახაზების ასახვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ავეჯის აწყობის სპეციფიკის ცოდნა (საშუალო დონეზე)
** საოფისე და სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
** AutoCad -ის ცოდნა (საშუალო დონეზე)
** სასურველია კონსტრუირების პროგრამის ცოდნა
კომპეტენციები:
** დაგეგმვა და ორგანიზება
** შედეგზე ორიენტირება
** ეფექტური კომუნიკაცია
** პროდუქტიულობა
** ლოგიკური აზროვნება
კომპანია გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** თიმბილდინგი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კონსტრუირების პროგრამის სპეციალისტი."
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "ელთიბი"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებას.
"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება!