www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისპეტჩერ-კოორდინატორი
მომწოდებელი: აერო ჰენდლინ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 25 იანვარი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

პირველი ქართული საჰაერო ხომალდების მიწისზედა მომსახურების კომპანია "აერო ჰენდლინგ ჯორჯია", რომელიც დაარსდა 2023 წლის დასაწყისში, უკვე აერთიანებს 200-ზე მეტ თანამშრომელს და წარმატებულად ემსახურება ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს.

"აერო ჰენდლინგ ჯორჯია" გიწვევთ გუნდში, ფრენების უზრუნველყოფის და კონტროლის სამსახურში - დისპეტჩერ-კოორდინატორის პოზიციაზე სამუშაოდ.

ჩვენ გთავაზობთ:

** შრომის ანაზღაურება - კონკურენტული, კვალიფიკაციის შესაბამისად;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** კვებით უზრუნველყოფა;
** საპენსიო შენატანის სრულად დაფარვა.

სამუშაო საათები: 12 საათიანი სამუშაო ცვლები (დღე-ღამე)
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავია რეისების გაფრენის/გამოფრენის ტელეგრამების მიღების და გაგზავნის დროების კონტროლი;
** ნებისმიერი სახის რეპორტის შედგენა, რომელიც დაგეგმილი რეისების სიზუსტით განხორციელებას უზრუნველყოფს, მათ შორის Delay report-ების შედგენა დადგენილი წესის შესაბამისად;
** სამსახურებს შორის, რეისებთან დაკავშირებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ და ზუსტი მიწოდება, მათ შორის ასაფრენი გეითების ცვლილების, დაგვიანების და ა.შ.
** აეროპორტის სხვადასხვა სამსახურებთან კოორდინებული მუშაობა;
** მუდმივი მონიტორინგი რეისების უსაფრთხოდ და დროული მომსახურების;
** საიდუმლო, სამთავრობო და ჩარტერული რეისების დროული და პროტოკოლის შესაბამისად მომსახურება;
** სხვა ყველა სახის ინფორმაციის მიწოდება სამსახურებისთვის, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს რეისების დადგენილი დროისა და წესის შესაბამისად შესრულებას;
** ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა საჭიროებების მიხედვით დავალებების შესრულების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია უცხო ენების მინიმუმ B2 დონეზე ფლობა, როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი; (აუცილებლად შემოწმდება ტესტირებით და გასაუბრებით)
** საოფისე პროგრამების და კომპიუტერული უნარების ფლობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: Hr@ahgeorgia.com

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |