www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელის მენეჯერი
მომწოდებელი: Retail Business Group
გამოქვეყნდა: 25 იანვარი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

"რითეილ ბიზნეს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის მენეჯერის პოზიციაზე.

"რითეილ ბიზნეს გრუპი" საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულებისა და აქსესუარების ბაზარზე, მაღაზიების ქსელით MANDARINA. კომპანია თავისი არსებობის განმავლობაში მუდმივად ფართოვდება და აძლიერებს ახალ მიმართულებებს.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ბაზარზე კონკურენტული ანაზღაურება
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** სტაბილური სამსახური
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
** ჯანსაღი სამუშაო გარემო
** სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა.
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00 სთ

ფუნქციები და მოვალეობები:

** ბრენდის განვითარების სტრატეგიის შექმნა
** მარკეტინგულ აქტივობებში ჩართვა
** ვიზუალური მერჩენდაიზინგი
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შექმნა და შესრულების მონიტორინგი
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობისა და მათი მოვალეობების შესრულების შეფასება, მართვა და კოორდინაცია
** პერიოდული ვიზიტი ფილიალებში
** ფილიალების საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფაზე ზრუნვა
** დაქვემდებარებაში არსებული ფილიალების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** პროდუქციის შეკვეთის, რეალიზაციის კონტროლი და შეფასება
** მომსახურების ხარისხისა და არსებული სტანდარტების კონტროლი და მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** პერიოდული ანგარიშებისა და რეპორტების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან
** დაქვემდებარებული თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა
** ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი რეგულარულად და მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** მუშაობის გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** საცალო ქსელში მუშაობის გამოცდილება;
** მართვის უნარი (დავალებების მიცემა, გადაწყვეტილების მიღების უნარი, მართვა, კონტროლი, კოორდინირება, მოტივაცია);
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა (სასურველია რუსულიც).
** შედეგზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელური, განვითარებაზე ორიენტირებული, ინიციატივიანი;

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა
** დროის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ გამარტივებული ფორმა ბმულზე: https://form.jotform.com/233524044882456



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |