www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Healthy Look
გამოქვეყნდა: 25 იანვარი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

"Healthy Look" არის ესთეტიკური კლინიკა, რომელიც მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სერვისებს სთავაზობს, მათ შორის: ნუტრიციოლოგია, დერმატოლოგია, დერმატო-კოსმეტოლოგია, ინექციური დერმატოლოგია, კოსმეტოლოგია, LPG Alliance Medical, სპა პროცედურები, Deka Again - ალექსანდრიტის ლაზერი, Deka-IPL & Nd:YAG, Dynamic Wave with Double Wave System - ანტიცელულიტური პროცედურები, კრფ, Dermoregen - უინექციო პროცედურები, ლუკრისის სახის მოვლის პროდუქცია, პრესოთერაპია და სხვ.

ასევე, "ჰელსი ლუქი" არის ლუკრისის სახის მოვლის პროდუქციის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც გთავაზობთ სახის მოვლის პროფესიონალურ ხაზს ყველა ასაკისა და ტიპის კანისთვის, მათ შორის: ანტი-ასაკობრივი, მგრძნობიარე კანი, როზაცეა, აკნე და მზისგან დაზიანებული კანი.

ამჟამად, კლინიკა აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლინიკის მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, აქტივობების კალენდრის შედგენა, ბიუჯეტის განსაზღვრა და გუნდთან ერთად შესრულების უზრუნველყოფა
** კონკურენტული ბაზრის კვლევა და ანალიზის საფუძველზე შესაბამისი კამპანიების დაგეგმვა
** მარკეტინგული აქტივობისთვის ციფრული არხების გამოყენება
** მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული გეგმის შემუშავება, განხორციელება და რეპორტინგი
** სხვადასხვა სატელევიზიო არხებთან, ბეჭდურ მედიასთან და ონლაინ პლატფორმებთან კომუნიკაცია
** მომხმარებლის კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა, გამოკითხვა და შედეგების დამუშავება, ანალიზი
** კლინიკისა და მისი მომსახურებების ცნობადობის გაზრდაზე აქტიური ზრუნვა გაყიდვების გაზრდის მიზნით
** კლინიკის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობის განხორციელება
** დირექტორის სხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ესთეტიკურ ცენტრსა და კლინიკაში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** გუნდის ეფექტური მართვის უნარი
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი

პირობები:

** სამუშაო დღეები: 10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.
** ანაზღაურება: 2500-დან 3500 ლარამდე.
** სამუშაო შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად, მაგრამ აუცილებელია შერჩეულ კანდიდატს შეეძლოს ასევე კლინიკის ოფისიდან მუშაობა და შეხვედრებზე დასწრება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.bakhtadze@sigmagroup.ge.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |