www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: პეპელა
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე ქალაქ ბაკურიანში.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, 1 თვიდან.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბაკურიანი, დავით აღმაშენებლის ქ. 14

ძირითადი მოვალეობები:

** მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
** სალარო აპარატთან მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS word, excel).

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

ჩვენთან გელოდებათ:

** სწავლებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ გუნდს;
** ფასდაკლების კორპორაციულ ბარათს;
** ტრანსპორტირების ანაზღაურებას;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@pepela.ge და საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (მენეჯერის ასისტენტი, ბაკურიანი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |