www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.

კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.

კლინიკა მედის პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

მდებარეობა - თბილისი.
გრაფიკი - 24 საათიანი მორიგეობა (09:00-09:00) სამ დღეში ერთხელ;
ანაზღაურება - 700 ლარი (ხელზე ასაღები);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის 1 სართულზე წესრიგის უზრუნველყოფა;
** ობიექტის მატერიალური ფასეულობების გატანა-შემოტანის კონტროლი/სპეციალურ ჟურნალში ასახვა;
** ვიზიტორთა შესვლის/გასვლის კონტროლი;
** თანამშრომელთა შესვლის/გასვლის კონტროლი;
** პაციენტებისთვის ფილიალში/დან შესვლის/გასვლისას კარის გაღება;
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტების მანქანამდე მიცილება;
** პაციენტების, სტუმრების, თანამშრომლების მიმართ იყოს კეთილგანწყობილი;
** ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების საშუალებით ფილიალის მოსაცდელი სივრცეების კონტროლი;
** სპეციალურ ჟურნაში მანქანების მოძრაობის ასახვა;
** მანქანის გასაღების ჩაბარება სამუშაო დღის ბოლოს;
** ოფისის გასაღების ჩაბარება სამუშაო დღის ბოლოს;
** საწვავის ბარათის ჩაბარება და გაცემისას ჟურნალში ასახვა;
** უსაფრთხოების სისტემების აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი;
** საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა სამუშაო საათებში;
** კონფლიქტური სიტუაციების და ინციდენტების აღკვეთა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია უცხო ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (ინგლისური ან რუსული);

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მომხიბვლელ ფასდაკლებებს კლინიკა მედის პროცედურებზე;
** სასაჩუქრე ქულებს;

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |