www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მედიკამენტების კატეგორიის გუნდის ლიდერი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა "გეფა" მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter`s და ქალის თეთრეულის ერთ-ერთ წამყვან ბრენდს Triumph-ს.

გეფა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და კორპორატიული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!

კომპანია "გეფა" ეძებს გუნდის წევრს შემდეგ პოზიციაზე: მედიკამენტების კატეგორიის გუნდის ლიდერი

რა დაგევალებათ:

** მედიკამენტების განსაზღვრული კატეგორიის მართვა;
** კატეგორიის მუდმივი ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიის განსაზღვრა;
** მარაგების კონტროლი;
** კატეგორიის ძირითადი აქტივობების გეგმის განსაზღვრა და აღსრულების კონტროლი;
** ბაზრის კვლევა და მონიტორინგი;
** ასორტიმენტის განსაზღვრა;
** კატეგორიის ჭრილში ბიუჯეტირება;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება (სასურველია ფარმაციის განხრით)
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** სამუშაო გამოცდილება ფარმაციის სფეროში (მინიმუმ 3 წელი)

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: job@gepha.com. საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |