www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი - წყლის ფილტრაციის სისტემები
მომწოდებელი: Blue Waters
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - გარე გაყიდვების მენეჯერს (წყლის ფილტრაციის სისტემების მიმართულებით)!

"Blue Waters" მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის, მომსახურებისა და წყლის ფილტრაციის სისტემების სფეროში.

ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

წყლის ფილტრაციის სისტემები გამოიყენება მაღალი ხარისხის სასმელი წყლის მისაღებად.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge

იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, "ბლუ უოთერსის" გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს.

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 2700 ლარი (ფიქსირებული 1200 ლარი ხელზე ასაღები; საშუალოდ დაგენერირებული ბონუსი - 1500 ლარი)
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა (მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელია სამუშაოს დაწყებიდან 2-3 თვის ვადაში დაწინაურება გაყიდვების უფროსი მენეჯერის/დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციამდე)
** შიდა სასწავლო სისტემა
** სატელეფონო ლიმიტი
** ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაოს აღწერა:

** მომხმარებლებთან შეხვედრა, რომლებსაც სურთ ჩვენი პროდუქტის შეძენა (გასვლითი ვიზიტები);
** გასვლითი ვიზიტების დაგეგმვა;
** პროექტების სრულყოფილად შესწავლა;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება;
** ხარჯთაღრიცხვის მომზადება და ხელშეკრულების დადება;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება და რეპორტინგი;
** კომპანიის საქმიანობის სფეროს კარგად ცოდნა (გაყიდვების პორტფელში არსებული ასორტიმენტი; ** გაყიდვების პოლიტიკა და სხვა);
** არსებული ბრენდების და მათი ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;

მოთხოვნები:

** საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-3 წელი გაყიდვების მიმართულებით
** პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პოზიცია ითვალისწინებს გასვლით ვიზიტებს, ამიტომ აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად (საწვავის და ცვეთის ხარჯებს აანაზღაურებს კომპანია)

სამუშაო განრიგი:

** 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე.
** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hrbluewaters.bitrix24site.ru/manager_aupk_eers/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |