www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ჯორჯიტა
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"გეფა" ყველაზე მსხვილი ფარმაცევტურლი კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს, წარმოადგენს ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს-The Body Shop, ბავშვთა ტანსაცმლის ამერიკულ ბრენდს Carter`s და ასევე, ევროპული ბრენდების ექსკლუზიური პროდუქციის სუპერმარკეტების ქსელს "ჯორჯიტა".20 წელზე მეტია "ჯორჯიტა" საუკეთესო პროდუქციით ანებივრებს საკუთარ მომხმარებელს.

გუნდის პროფესიულ ზრდასა და გუნდურ სულისკვეთებაზე ორიენტირებული "ჯორჯიტა" ახალ წევრებს ეძებს და აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 900 ლარი ხელზე ასაღები (+ ბონუსი);
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (1 დღე დასვენება) ან დღე გამოშვებით გრაფიკი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში 30-50%-მდე ფასდაკლება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია APEX პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (შესაძლებელია ადგილზე შესწავლაც);
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის მინიმალური ცოდნა;
** სასურველია MS Word/MS Excel - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@euro-line.ge, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |